ყველა მარანი

შანო

მეღვინემამუკა ნოზაძე

შანოს საოჯახო მარანი დაარსდა 2015 წელს, მარტყოფში. იმავე წელს გავაშენეთ მცირე ვენახი, რომელიც ოჯახისთვის განსაკუთრებულად სიმბოლურ თარიღს უკავშირდება — ჩვენთვის სასახელო დიდი პაპის, შალვა ნოზაძის, 100 წლის იუბილეს. სწორედ მის სახელს ატარებს მარანიც — „შანო“. ჩვენი ვენახი წარმოდგენილია ბუდეშურის საფერავის ჯიშით. 2019 წლიდან ვაწარმოებთ ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით. მარნის განვითარებასთან ერთად, ბუდეშურის საფერავს დაემატა სხვა უნიკალური ჯიშებიც — ხიხვი, ქისი და მანავის მწვანე. თითოეული ღვინო მზადდება ბუნებრივად, ლიმიტირებული რაოდენობით, განსაკუთრებული ხარისხის შენარჩუნებით.

ღვინოები

  • ბუდეშურის საფერავი 2022 — წითელი მშრალი, 14.4%
  • მანავის მწვანე 2024 — ქარვისფერი მშრალი, 13.5%
  • ხიხვი 2023 — ქარვისფერი მშრალი, 12.3%

ტრანსპორტი შერეკილებზე

გასვლა

დიდუბის ავტოსადგური → ჩარდახი

  • 10:00
  • 11:30
  • 13:00
  • 14:00
  • 15:00
  • 16:00

დაბრუნება

ჩარდახი → დიდუბის ავტოსადგური

  • 10:30
  • 12:00
  • 13:00
  • 14:00
  • 15:30
  • 17:00
  • 17:45

მარშრუტკა იაგოს მარნის ჭიშკართან გაივლის — მძღოლს უთხარი, გააჩერებს.

შერეკილები

ბუნებრივი ღვინის სალონი

კონტაქტი

[email protected]

© 2026 · შერეკილები